სექსუალური ძალადობისთვის შესაძლოა სასჯელი გამკაცრდეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ასევე, სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა შეიქმნება, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.


შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებები.

მისი თქმით, სამინისტრო არასრუწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ამ დანაშაულის დროული გამოვლენის მიზნით, რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით იმუშავებს.~


| Print |
FaceBook Twitter Google