ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება.
მომავალი წლიდან ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს - პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

მინისტრის განცხადებით, თუ აქამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულების 80% დაავადების პირველი, მეორე და მესამე სტადიის მქონე პაციენტებს უფინანსდებოდათ, ახლა პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება.


“ჯანდაცვაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მალე ძალაში შევა, არის მკერდის კიბოთი დაავადებული სპეციფიკური ფორმის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საწყისი სტადიის მქონე პირებისთვის. ამ მედიკამენტების ღირებულება რამდენიმე ათასი იყო და ერთეულებს შეეძლოთ მისი შეძენა, როდესაც მკურნალობის ამ სქემით ძალიან მნიშვნელოვანი რემისია და ამ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების 80%-ს მათ აღნიშნული პროგრამა, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აუნაზღაურებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google