გურჯაანის ბაღებში აუდიტის სამსახური ინსპექტირებას აგრძელებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში აუდიტის სამსახური ინსპექტირებას აგრძელებს.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა ამ დროისთვის დაახლოებით 12 ბაღია შემოწმებული.
„მერიის აუდიტის სამსახურმა ხუთი ნოემბრიდან დაიწყო ბაღების ინსპ ექტირება. სააღმზრდელო დაწესებულება აბსოლუტურად ყველა კუთხით მოწმდება: ჰიგიენურ- სანიტარული, უსაფრთხოების და ა.შ. შემოწმების შემდეგ აუდიტი გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში გადმოგზავნის ერთობლივ დასკვნას ყველა ბაღზე. ამის საფუძველზე კი გაერთიანება გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. ამ წუთას ვერ ვიტყვი ეს იქნება დისციპლინური სახდელი, მადლობა თუ სხვა რამ. “

მისივე თქმით ბაგა-ბაღების შემოწმების პროცესი სავარაუდოდ 20 ნოემბრისთვის დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google