2019 წლიდან მანდატურებს ხელფასი გაეზრდებათ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტში სკოლის მანდატურებს ხელფასი 200 ლარის ფარგლებში გაეზრდებათ.
მისივე თქმით, აღნიშნულისთვის ბიუჯეტში ორი მილიონი ლარია გაწერილი.

ამ დროისთვის მანდატურების ხელფასი 400 ლარს შეადგენს. საჯარო სკოლებში მანდატურები პირველად 2010 წელს გამოჩნდნენ. დღეისთვის უწყებაში 1 300 მანდატური მუშაობს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 458 სკოლაში არიან გადანაწილებულნი. წლის ბოლოსთვის კი კიდევ 30 სკოლაში 75-მდე ახალი მანდატური შევა.

| Print |
FaceBook Twitter Google