შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19
თებერვლის 12:00 საათამდე, სულ 261 შეტყობინებაა შესული.
ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება უწყებამ თბილისიდან მიიღო.
როგორც
საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურში განმარტავენ, ქარმა ქვეყნის მასშტაბით
დააზიანა: 87 ხე; 62 შენობის სახურავი; 32 ავტომანქანა; ბუნებრივი
აირის 8 მილი; მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი; 4 სარეკლამო
ბილბორდი.
ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.
ფოტო:
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური
მასალის გამოყენების პირობები