ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის
57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ, ფონდში დაგროვილი
თანხით ისარგებლებს.
აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, საპენსიო პროგრამაში ჩართულია
18-დან 39 წლამდე ასაკის (ვისთვისაც სავალდებულოა პროგრამაში ჩართვა)
27 პროცენტი, ხოლო 40 და მეტი ასაკის - მხოლოდ 8 პროცენტი.
გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ საპენსიო ფონდში
ხელფასის 2%-ის გადარიცხვა 40 წლამდე ასაკის
ადამიანებისთვის სავალდებულო უნდა იყოს, 71 პროცენტის აზრით კი,
ამ პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობით უნდა ხდებოდეს.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ
ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო
ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.
მასალის გამოყენების პირობები