თქვენს ოჯახს მოულოდნელად რომ დასჭირდეს 300 ლარის შოვნა, შეძლებთ თუ
არა უპროცენტოდ ფულის სესხებას - NDI-ს კვლევაში ამ კითხვას
გამოკითხულთა 54-მა პროცენტმა უარყოფითად უპასუხა.
გამოკითხულთა 88 პროცენტმა ასევე აურყოფითი პასუხი გასცა კითხვას: -
გაქვთ თუ არა თქვენ ან თქვენს ოჯახს რამე დანაზოგი? ეროვნულ დონეზე
დანაზოგი აქვს მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს. დანაზოგის ყველაზე
მაღალი მაჩვენებელი კი, 24% უმცირესობათა დასახლებებშია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ
ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო
ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.
იხილეთ ამავე
თემაზე:
მოსახლეობის 57% საპენსიო ფონდს
არ ენდობა- NDI
საბჭოთა
კავშირის დაშლას უარყოფითად გამოკითხულთა 41 % აფასებს -NDI-ს
კვლევა
მოსახლეობის 65%
გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა - კვლევის შედეგები
მასალის გამოყენების პირობები