გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა
გვიან ღამით, დაახლოებით 24:00 საათზე ხანძარი გაჩნდა გურჯაანის აგრარულ ბაზარში (გლეხური ბაზარი). როგორც speqtri.ge-ს დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა განუცხადა, დამწვარია სამი ოთახი, მათ შორისაა ფეხსაცმლის სახელოსნო.

„ხანძარი დაახლოებით ღამის 12 საათზე სადენებს გაუჩნდა. დარაჯმა როგორც კი შენიშნა მაშინვე დარეკა სახანძროში. მალევე მოვიდნენ, მაგრამ ამ სამ ოთახში ყველაფერი დაიწვა. დეტალებს ალბათ სამართალდამცავები გამოიძიებენ."

მისივე ინფორმაციით, სახანძროსთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო
| Print |
FaceBook Twitter Google