გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თანამშრომლების სიცოცხლეს დააზღვევს
პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერინიცირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
კანონპროექტის თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დააზღვევს.

-"საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით, სამსახურებრივი მოვალეობისდროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთადაღუპვის შემთხვევები არ ყოფილა. თუკი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, ახალი კანონმდებლობით, მის ოჯახს (მემკვიდრეს), დეპარტამენტის ბიუჯეტიდან, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 ათასი ლარის ოდენობით. ასევე,დეპარტამენტი აანაზღაურებს დაღუპული თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯებს. ერთჯერადად ფულადი დახმარებები გადაეცემათ იმ თანამშრომლებსაც,რომელთა ჯანმრთელობასაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგება ზიანი. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, დაზარალებულ თანამშრომელს, ერთჯერადად 7 ათასი ლარი გადაეცემა; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში - 4 ათასი ლარი; ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანების შემთხვევაში კი - 2 ათასი ლარი,"-აცხადებენ უწყებაში.

„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება ეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო ხელმძღვანელებსაც - დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება მათ საკუთარი ბიუჯეტიდან დაუქირაოს საცხოვრებელი ბინა, ოჯახის წევრებთან (მეუღლე და შვილები) ერთად საცხოვრებლად. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, დეპარტამენტის სამოტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ან სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული.
| Print |
FaceBook Twitter Google