აფენის თემში ოთხივე საარჩევნო უბანი დაიხურა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში ოთხივე საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. დაილუქა საარჩევნო ყუთები.
გარკვეული პროცედურების შემდეგ კი კომისიის წევრები ხმის დათვლას დაიწყებენ.

ოთხივე უბანზე 4229 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ბოლო ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა საერთო ამომრჩევლის 54%-მა მიიღო.

ოლქში მთელი დღის განმავლობაში არცერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

კანდიდატი სამ პარტიას ჰყავდა წარდგენილი:

მალხაზ მელაშვილი N2. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”
დავით ბეგლარაშვილი N40 „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”
ომარ შველიძე N41, . „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

ხმების დათვლის შემდეგ გაირვევა ვინ იქნება  აფენის თემის წარმომადგენელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აფენის მაჟორიტარ დეპუტატს გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა, რის გამოც შუალედური არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.


| Print |
FaceBook Twitter Google