სოფელ ართანასა და ფშაველთან ალპურ ზონაში ხანძარია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასა და ფშაველთან, მთაში, ალპურ ზონაში ხანძარია. ცეცხლი ბალახს უკიდია, თუმცა ხანძრის კერები სოფლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით არის.
როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეინიშნება ხანძრის ორი კერა. ფშაველთან დაკავშირებით მიმდინარეობს მონიტორინგი და სახნაძრო-სამაშველო ჯგუფი ემზადება სათანადო რეაგირებისთვის.

რაც შეეხება ართანას, აქ უკვე ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრეები და თუ საჭირო გახდა, ჯგუფები კიდევ დაემატება.


| Print |
FaceBook Twitter Google