თელავის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა ესწრება
თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესს მოსწავლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა ესწრება.
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი ამის მიზეზად ვირუსს ასახელებს.

-"სასწავლო პროცესი არ ჩავარდნილა, მაგრამ მშობლებს აშკარად ეშინიათ, სეზონური ვირუსების. ფიქრობენ, რომ ამ გზით მოსწავლეს ავადმყოფობისგან იცავენ. ჩვენ ყველას ვუკავშირდებით და ვუხსნით, რომ სკოლაში მისვლა აუცილებელია. ველოდები, რომ ორშაბათიდან მდგომარეობა შეიცვლება,"- ამბობს მრელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში 27 დეკემბერს დაიწყო. სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდა.



| Print |
FaceBook Twitter Google