ყვარლის გზაზე ავარიისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 25 წლამდე მამაკაცის მდგოამრეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამის შესახებ speqtri.ge-ს გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის ჰოსპიტალურმა დირექტორმა რამაზ თევზაძემ განუცხადა.

-"ამ დროისთვის მკურნალობა უტარდება. მეტს ვერაფერს გეტყვით, პირადი ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს პაციენტის თანხმობის გარეშე. აღენიშნებოდა მოტეხილობები და ოპერაცია გაუკეთდა, მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება,"-აღნიშნა თევზაძემ.


ცნობისთვის, წუხელ ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას 24 წლის მამაკაცი და მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა. მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა.


| Print |
FaceBook Twitter Google