თელავში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავში წყლის სისტემის მშენებლობას იწყებს. უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და შპს „ჰიდროგეოს“ დირექტორმა, ამირან მამუკაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს.

„თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოები მიმდინარე წყლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდება გაუუმჯობესდება.“ - განმარტავენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.


ფოტო: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / წყალი /