კორონავირუსის გამო მთავრობა ირანთან ფრენებს დროებით აუქმებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდეგ  ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით“, – წერს სამინისტრო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.


| Print |
FaceBook Twitter Google