რომელი ბანკები გადაავადებენ სესხებს სამი თვით
ხალხის ნაკადის შემცირებისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბანკები მომხმარებლებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ.

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირება. სწორედ ამიტომ, ფილიალების განტვირთვის მიზნით, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდსა და დისტანციურ მომსახურებას შევთავაზებთ ყველა ფიზიკურ პირს.“ - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს ბანკი ავრცელებს.


თიბისი ბანკმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზოს ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს, ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვებისა და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება. თიბისი-ს ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.


დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას თითოეული მომხმარებელი ინდივიდუალურად მიიღებს.
| Print |
FaceBook Twitter Google