კახეთის რეგიონში 7 საკარანტინო სივრცეა,სადაც 401 მოქალაქე იმყოფება
კახეთის რეგიონში საკარანტინო სივრცე 6-დან 7-მდე გაიზარდა, სადაც 401 მოქალაქეა მოათავსებული. ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხიზანშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობაც გაიზარდა და ახლა მათი რიცხვი 403 -ს შეადგენს. სპეციალისტების მეთვალყურეობა 23 ადამიანს უკვე მოეხსნა.
"ამ ეტაპზე 1 მოქალაქე საკარანტინო ზონიდან მაღალი ტემპერატურის გამო გადავიყვანეთ თბილისში, ველოდებით ანალიზების პასუხებს. ასევე, ორმა ადამიანმა მოგვმართა, რომელიც არ იყო თვითიზოლაციაში და ჩვენ ისინიც თბილისში გადავიყვანეთ."-განაცხადა ხიზანიშვილმა.
ხიზანშვილის თქმითვე, კახეთის არცერთი მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე მარნეულის კლასტერთან კონტაქტი არ იკვეთება.
| Print |
FaceBook Twitter Google