საგარეჯოს საავადმყოფო საკარანტინო სივრცისთვის მოამზადეს
საგარეჯოს ჰეო-ჰოსპიტალსი საკარანტინო სივრცისთვის მოამზადეს.
აღნიშნულ ინფორმაციას კლინიკის ექიმები ადასტურებენ. საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ნაწილი კი, რომლებიც  სხვადასხვა დიაგნოზის გამო მკურნალობდნენ, თბილისში გადაიყვანეს, ნაწილი კი გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში ცოტა ხნის წინ მოათავსეს.

საავადმყოფო მზადაა რისკის მქონე მოქალაქეები მიიღოს. ქირურგიული განყოფილება მთლიანად ბოქსირებულ განყოფილებად გადაკეთდა, აღიჭურვა ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე რეგიონში 7 საკარანტინო სივრცეა, სადაც 401 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 403 ადამიანია.

ამავე თემაზე:

სასტუმრო "ახაშენი-ღვინის კურორტი" საკარანტინო ზონად გამოცხადდა
კახეთის საკარანტინო ზონაში 392 მოქალაქე იმყოფება
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა
| Print |
FaceBook Twitter Google