კორონავირუსისგან უკვე 11 პაციენტი განიკურნა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდი stop.cov.ge ავრცელებს.


რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, ამ დროისთვის კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმშია - 4427, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 257 პაციენტი.
| Print |
FaceBook Twitter Google