საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა
საქართველოში, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ stop.cov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4695 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 231 პაციენტი.


საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მარტს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც აპრილამდე გაგრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google