გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
29 მარტის მონაცემებით, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, მათ შორის 2 მცირეწლოვანია.


დღეის მდგომარეობის კორონავირუსის სულ 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

კარანტინის რეჟიმშია 4717 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 268.

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ stop.cov.ge-ზეა განთავსებული.


| Print |
FaceBook Twitter Google