ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო პოლიციამ 11 ადამიანი დააჯარიმა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, 9 მაისის სახელობის პარკში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე ფეხბურთის თამაშის გამო პოლიციამ 11 ადამიანი დააჯარიმა. სამართალდამცველებმა ისინი რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა თამაში არ შეუწყვეტიათ. ჯარიმის ოდენობა 3000 ლარია.

,,შევამოწმეთ სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზრობა, ასევე ე.წ. ,,ბირჟები,,. ყველას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ წესების დაცვისკენ, რათა ის იდეალური მდგომარეობა რომელიც ამ წუთისთვის გვაქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და არ გავართულოთ სიტუაცია. თუმცა სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვა პანდემიის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ სწორად. მათ შორის აღმოჩდნენ ეს ახალგაზრდებიც, მათ პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად მაინც განაგრძეს თამაში, რის გამოც დაჯარიმდნენ,"-  განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდაშვილმა.

ცნობისათვის, კახეთის რეგიონში  ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 299 ადამიანი იმყოფება, 9 საკარანტინო სივრცეში კი 580 პირია მოთავსებული.
| Print |
FaceBook Twitter Google