ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხვალ კახეთში საავადმყოფოებს შეამოწმებენ
ხვალ,კახეთში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმ საავადმყოფოებს შეამოწმებენ, რომლებიც კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და უმკურნალებენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კლინიკების შემოწმების შემდეგ, უწყების წარმომადგენლები ექიმებს სპეციალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

კახეთის სამი მუნიციპალიტეტის - საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის ოთხმა კლინიკამ რამდენიმე დღის წინ პაციენტების მიღება შეწყვიტა. მიზეზი კორონავირუსისთვის კლინიკების სამედიცინო აპარატურით აღჭურვა გახდა. ნაწილი მთლიანად ბოქსიებულ, ნაწილიც კი ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებად გადაკეთდა. თუმცა, ამ დროისთვის,  არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში საეჭვო სიმპტომებით არავინ მოუთავსებიათ.

კახეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში ბოლო მონაცემებით 299 მოქალაქე იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google