საქართველოში 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება იკრძალება
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ და ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშევებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის თუ ორი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაწებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ისინი არიან მარტოხელები, ვალდებულება აქვს რომ დაეხმაროს ეკონომიკის ჯანდაცვის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები

საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6 საათამდე.
ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი.“ - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 100 პირია ინფიცირებული. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა და 21 აპრილამდეა განსაზღვრული.


| Print |
FaceBook Twitter Google