31 მარტის მონაცემებით, საქართველოში უკვე 21 პაციენტია
გამოჯანმრთელებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 108-მდეა
გაზრდილი.
კარანტინის რეჟიმში - 4995 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
არის 278 პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა
ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კვლავ რჩება
4 მძიმე პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ დღეიდა, 31 მარტიდან საქართველოში
საყოველთაო კარანტინი და
კომენდანტის საათი მოქმედებს.
ამოქმედდა
ცხელი ხაზი - 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო
მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა
განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები