ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაავადების პიკს სავარაუდოდ აპრილის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ
დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მკურნალობის პროტოკოლზე ისაუბრა.

„კომუნიკაციის პირველი დღიდან, როდესაც იანვარში კოვიდი დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს წარმოადგენს დაავადებულთა 80%. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექმიმების მუდმივი მეთვალყურეობის მკურნალობას გაივლიან სახლში. მათი პირველადი კომუნიკაცია მოხდება სატელეფონო ზარით. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ მოქალაქეების ზარები და დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა. თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმტომები, ექიმი სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი აკრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა, თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ის ძირითადი სქემა, რითაც ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპილტაცში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციისა და კოორდინაციის შემდეგ.


რაც შეეხება დაავადების პიკს, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მას სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ. 

„ის მოლოდინი, რომ ამ ეტაპისთვის დაახლოებით 10 პარილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი, ასეც არის. 10 პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები დადგენილია. მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც არიან განთავსებული ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ ეს არ არის განგაშის დრო, მაგრამ არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ღონისძიებები არ გავამკაცროთ და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან. იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი როგორც სახელმწიფოს გუნდის მხრიდან, ისე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი, იქნება დამოკიდებული ამაზე თუ რამდენად ხანგრძილივი და რა რაოდენობის პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში, ასევე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება უკვე მისი შეკავება.“

შეგახსენებთ, ეომ საქართველოში ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათან 26 გამოჯანმრთელებულია.


| Print |
FaceBook Twitter Google