საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში 4 აპრილს კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი გარდაიცვალა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტი, მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა და ის სტაციონარში მძიმე თანმხლები დაავადებებით მიიყვანეს.

ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 156, მათგან გამოჯანრთელებულია - 28 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 5526 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 344.
| Print |
FaceBook Twitter Google