გარდაცვლილი კონტაქტირებული იყო ადამინებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან - ამირან გამყრელიძე
დღეს დილით კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირანგამყრელიძემ ისაუბრა.

„დღეს დილით დადასტურდა გარდაცვალების პირველი შემთხვევა, კორონავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული დაავდებით. ეს გახლავთ 79 წლის ქალბატონი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინ წვეული დაავადება კოვიდ 19 და მწვავე პნევმონია. გართულებები გახლავთ მოზრდილთ რესპირაციული დისტრესსინდორმი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა.“

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი პროცენტი მოდის ხანდაზმულ ასაკზე, და როგორც წესი, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად არის გარკვეული თანმხლები დაავადებები.

„ამ ქალბატონთან თანმხლები დაავადებები იყო: დილატაციური კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა მეოთხე ხარისხის, არტერიული ჰიპერტენზია მესამე, ზომიერი პულმონური ჰიპერტენზია, მირტალური სარქვლის ნაკლოვანება, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია. ის განეკუთვნება ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტრს, სადაც გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა.“

ამირან გამრელიძის თქმით, გარდაცვლილი კონტაქტირებული იყო ადამინებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია.

ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 156, მათგან გამოჯანრთელებულია - 28 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 5526 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 344.




| Print |
FaceBook Twitter Google