კახეთის გუბერნია და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა stopcov ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ
რეგიონში ყველა საჯარო მოხელე მზად არის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ადამიანებს, რომელიც ამ პროცესმა დააზარალა, ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადოს. - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოლიდარობას პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ გამოხატავენ, რომლებიც ამ პერიოდში შრომობენ და აკეთებენ მაქსიმუმს, რათა ეს პანდემია იყოს დაძლეული.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოხდა სამუშაო ადგილების შემცირება, სახელმწიფო ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს იმისათვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არ ჩამოიშალოს და ამ პანდემიის დაძლევის შემდეგ მოხდეს განვითარება და ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენა.
იმ სოციალური პროექტების გარდა, რასაც მუნიციპალიტეტები ახორციელებენ მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, ამ ყველაფერთან ერთად, საჭიროა სოლიდარობის კიდევ უფრო მეტად გამოხატვა. თითოელი პოლიტიკური თანამდებობის პირი მზად არის თავისი ხელფასიდან 1/3 გადარიცხოს Stop CoV -ის ფონდში.
ამ აქციას უერთდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ამავდროულად, ჩემი ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია. ეს არის არამარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ოჯახებში არსებობს სოლიდარობის განცდა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ,“- განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფონდში თანხის ჩარიცხვა ნებისმიერს შეუძლია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან.

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 79 ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტრს განეკუთვნება.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 28,
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 344 პირი.


რაც შეეხება კახეთს, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.






| Print |
FaceBook Twitter Google