საქართველოში კორონავირუსისგან 31 პაციენტი განიკურნა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით განკურნებულთა რიცხვი სამით გაიზარდა და ჯამში სტაციონარი უკვე 31-მა პაციენტმა დატოვა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 157

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 პირი, , ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 344.

დღეს, საქართველოში გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გარდაცვლილი 79 ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს განეკუთვნება.
| Print |
FaceBook Twitter Google