„გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ - აქციას ყვარელშიც შეუერთდნენ
„გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს. ამ მოწოდებას ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ყვარლის რაიონული ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრონლები, მოხალისეები და მოქალაქები სისხლს უანგაროდ აბარებენ.

"დაახლოებით 150-მდე ადამინი გაიღებს სისხლს. მათ შორის, პარტიის წევრები, მხარდამჭერები და მოქალაქეები. მოვუწოდებ სხვებსაც, რომ ამით შეიტანონ თავისი წვლილი ამ ბრძოლაში." - თქვა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ყვარლის ორგანიზაციის თავმჯდომარე, როსტომ სესიაშვილმა.

აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება. მისი მიზანია კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 208 პაციენტია ინფიცირებული. კახეთიდან 10 პირის ანალიზი დღეს გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.


| Print |
FaceBook Twitter Google