კორონავირუსისგან საქართველოში 56 პირი გამოჯანმრთელდა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან ინფიცირებული უკვე 56 პაციენტია გამოჯანრთელებული. მათ შორისაა 2 წლის ბავშვი.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანაში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა.
მათ შორის არის გარდაცვალების 3 შემთხვევა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 370.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, აქედან ვირუსი ორ შემთხვევაში სომხეთიდანაა შემოტანილი და ერთი თურქეთიდან, იქ დადასტურებული შემთხვევებია და ამიტომ აღრიცხვა „ჯანმოს“ მონაცემებით ცალკე უნდა განვიხილოთ.
| Print |
FaceBook Twitter Google