კორონავირუსისგან 60 პაციენტი განიკურნა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი უკვე 60-ია. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 242. გარდაცვლილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4929 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 405.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, აქედან ვირუსი ორ შემთხვევაში სომხეთიდანაა შემოტანილი და ერთი თურქეთიდან, იქ დადასტურებული შემთხვევებია და ამიტომ აღრიცხვა „ჯანმოს“ მონაცემებით ცალკე უნდა განვიხილოთ.

საქართველოში დაავადების შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო კარანტინის შესახებ განცხადება 30 მარტს გააკეთა, ქვეყანაში 21 აპრილამდე ასევე მოქმედებს საკომენდანტო საათი.

| Print |
FaceBook Twitter Google