კახეთიდან ლუგარში გაგზავნილი 27 ტესტის პასუხი ცნობილია
საკარანტინო სივრცეებიდან და ე.წ. ცხელების ცენტრიდან გუშინ ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 27-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების სინჯის გაგზავნა დღესაც იგეგმება.

ამ დროის მონაცემებით, კახეთში 10 საკარანტინე სივრცეში 631 მოქალაქე იმყოფება.

რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
| Print |
FaceBook Twitter Google