კახეთიდან ლუგარში გუშინ გაგზავნილი 7 ანალიზის პასუხი უარყოფითია
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 7 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, შვიდივე პასუხი უარყოფითია.

ამ დროისთვის 10 საკარანტინო ზონაში 651 მოქალაქეა, თვითიზოლაციაში რჩება 15 მოქალაქე.

რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



| Print |
FaceBook Twitter Google