საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევა ფიქსირდება
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 95. გარდაცვლილია - 4

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 561.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ დღეს იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 14 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გასაგრძელებლად. შესაბამისი დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ კი, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება.

| Print |
FaceBook Twitter Google