მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე აიკრძალა
მსუბუქი მანქანებით გადაადგილების აკრძალვა კიდევ ერთი კვირით 27 აპრილამდე გახანგძლივდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივ მოხსნას გულისხმობს.
მინდა გითხრათ, რომ გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებენ და შემდგომში იმოქმედებენ. 27 აპრილიდან დაიწყება გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, ამასთან,
სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობა".


ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, საკვებ და სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებენ სუბიექტებს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა, მათ შორის ეკონომიკური დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.

მისივე განცხადებით, დღეს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდეს.









| Print |
FaceBook Twitter Google