ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის
კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის ნებადართულია ავტომობილებით გადაადგილება.

„მიმდინარე წლის 22 აპრილიდან 27 აპრილამდე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, კონკრეტულ დროს: დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით იმყოფება არაუმეტეს 3 პირი),“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, განსხვავებული შემთხვევების არსებობისას მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია: 0 353 220 004 ან 599852200.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია: 574 17 96 23; 597 92 60 16
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია: 599857955
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია: 577 001 343
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია: 595534633
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია: 551 10 39 99
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია: 595361235
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია: 599 80 17 44



| Print |
FaceBook Twitter Google