კორონავირუსით საქართველოში მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 5-ია. რაც შეეხება დადასტურებული შემთხვევას, ეს რიცხვი 411-მდე გაიზარდა , მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 98.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 579.
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ STOP.COV.GE-ზეა განთავსებული.

დღეს გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის კაცია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. როგორც ექიმები ამბობენ, მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.



| Print |
FaceBook Twitter Google