ეს ზომები მიღებულია იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში ჩავარდნა არ გვქონდეს - ირაკლი ქადაგიშვილი
კახეთის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ავტომობილით გადაადგილების თვალსაზრისით რეგიონებში გარკვეული შეღავათები დაწესდა. ამასთან დაკავშირებით, განმარტება დღეს კახეთის გუბენრატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იწყება საგაზაფხულო სამუშაოები და ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, დიდი კომპანიებისთვის შედარებით ადვილი გადასატანი იყო, რადგან მათ თავისი მუშახელი მიკროავტობუსებით გადაჰყავდათ, მაგრამ უამრავია მცირე ფერმერი, რომელთა ინტერესებში შედიოდა, რომ საშუალება ჰქონოდათა სავარგულებაში საკუთარი მანქანით მისვლის და უკან დაბვრუნების.
დილის 6 საათიდან 8 საათამდე ამ ადამიანებს ექნებათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა თავიანთი სავარგულებისკენ და საღამოს 18-დან 19 საათამდე სავარგულებიდან უკან დასაბრუნებლად. ეს ზომები მიღებულია იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში ჩავარდნა არ გვქონდეს, რადგან აგროვადები ვერ იცდის ხოლმე და სწორედ ყოველთვის ოპერატიურლად არის საჭირო სხვადასხვა კულტურების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარება.“

აქვე შეგახსენებთ, რომ გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით იმყოფება არაუმეტეს 3 პირი).

განსხვავებული შემთხვევების არსებობისას მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია: 0 353 220 004 ან 599852200.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია: 574 17 96 23; 597 92 60 16
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია: 599857955
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია: 577 001 343
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია: 595534633
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია: 551 10 39 99
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია: 595361235
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია: 599 80 17 44

ცნობისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდეა აკრძალული.



| Print |
FaceBook Twitter Google