კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს კიდევ 9 დაემატა. ჯამში მათი რაოდენობა უკვე 107 გახდა. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, ქვეყნის მასშტაბით ასეთი 416 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გარდაცვლილია - 5.

კარანტინის რეჟიმშია 5148 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 573

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ STOP.COV.GE-ზეა განთავსებული.


| Print |
FaceBook Twitter Google