საქართველოში კორონავირუსისგან 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.
ვირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 456. გარდაცვლილია - 5.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4904 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 579.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

სტატისტიკური ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდ STOP.COV.GE-ზეა განთავსებული.

| Print |
FaceBook Twitter Google