კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 485-მდე გაიზარდა
ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევაა, სულ 485 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 139.

გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც. დღეს კორონავირუსით მეექვსე პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 522.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google