ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. 52
წლის კაცი თელავში ცხოვრობდა და ლატვიაში სამუშაოდ იმყოფებოდა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, მას გულთან
დაკავშირებელი პრობლენები ჰქონდა. covid 19 კი ლაბორატორიულად
რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, რის შედეგაც მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა გაუარესდა.
მათივე თქმით, ცხედრის გადმოსვენებასათან დაკავშირებით საგარეო
საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები