საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს კიდევ 10 მიემატა. ჯამში ამ დროისთვის კლინიკა 149 პაციენტმა დატოვა.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, ეს რიცხვი დღეისათვის 485-ია, მათ შორის გარდაცვლილია - 6.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4833 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 571.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |
FaceBook Twitter Google