თელავის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა გაანახლა
დღეიდან თელავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობა შესაძლებელია. გახსნილია, ხორცის,ბოსტნეულის და ხილის ჯიხურები. როგორც ადმინისტრაციაციაში აცხადებენ, სრულად გათვალისწინებულია ის ჰიგიენური ნორმები, რის გამოც სამი კვირის წინ ბაზარი დაიხურა. რეგულაციების მიხედვით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაზარი ყოველდღიურად რამდენუმე საათითის გაიღება.

ტერიტორიაზე შესვლამდე მოსახლეობას ტემპერატურას უმოწმებენ და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, პროდუქტის ყიდვის საშუალება მხოლოდ პირბადისა და ხელთათამნების მქონე მოქალაქეს ექნებათ.

მყიდველებეს შორის დისტანციას პოლიცია აკონტროლებს.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 6 აპრილიდან დაიხურა გურჯაანის ბაზარიც. იმის გამო, რომ ბაზარში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ვაჭრობა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ვერ განახლდება.


| Print |
FaceBook Twitter Google