კახეთში კორონავირუსზე ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია
დღეის მდომარეობით კახეთში Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. შესაბამისად რეგიონში ეპიდსიტუაციის სტაბილურობა კვლავ შენარჩუნებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ, 26 აპრილს კახეთიდან ლუგარის ცენტრში 5 ნიმუში. ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.

რაც შეეხება სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე და არავინ მოხსნილა. კარანტინის ზონის 11 ლოკაციაზე იმყოფება 571 მოქალაქე.

ხიზანიშვილის თქმით, კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. 


| Print |
FaceBook Twitter Google