გურჯაანის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა ხვალიდან დაიწყება

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპს ხვალ, 30 აპრილს დაიწყებს. დახმარებას კვლავ 2252 აღსაზრდელი მიიღებს.



როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა თევდორაშვილი ამბობს, მშობლები წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით პროდუქტს საბავშვო ბაღებში აიღებენ. დარიგების პროცესში მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები

„პროდუქტის გაცემისას დაცული იქნება ყველა საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა. მშობლები პროდუქტის წასაღებად მოვლენ პირბადეებით და ხელთათმანებით. ასევე დაცული იქნება დისტანცია,“ - გვითხრა ლელა თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, ამჯერად სასურსათო კალათაში 11 პროდუქტი იქნება. ესენია: ლობიო 1 კგ, კარტოფილი 2 კგ, ვაშლი 2 კგ, მაკარონი 1 კგ, შაქარი 1 კგ, ორცხობილა 1 კგ, შვრია 1 კგ, ზეთი 1 ლ, კარაქი 200 გრ. რძე 1 ლ, კვერცხი 10 ც. ჯამში ამისთვის გახარჯულია 82 000 ლარი.

ამჯერად დათვლილია ის პროდუქტები, რაც ბავშვებს 15 აპრილიდან მაისის ბოლომდე, 30 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიეღოთ.
პირველ ეტაპზე სასურსათო კალათებისთვის 132 ათასი ლარი გაიხარჯა.


 

 

 

| Print |
FaceBook Twitter Google