საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხბება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 207.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5152 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 551.

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ინფორმაციას მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი ვებგვერდი stop.cov.ge ავრცელებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ფირუსი ყვარელშ სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ყვარლის მედპერსონალს დამატებით გამოიკვლევენ.
| Print |
FaceBook Twitter Google