"გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“, - ჯანდაცვის სამინისტროს ამ
მოწოდებას ამჯერად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“
სიღნაღის რაიონული ორგანიაცია შეუერთდა.
მერიის შენობაში აქცია დილიდან დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.
აქ დილიდან შეიკრიბნენ ორგანიზაციის წევრები, მუნიციპალიტეტის
თანამშრომლები და მოხალისეები, რომლებსაც აქვთ სურვილი სისხლი
უანგაროდ გაიღონ.
აქციის მიზანია კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების დახმარება და
სისხლის დეფიციტის შევსება.
მასალის გამოყენების პირობები